ენეაგრამას შესახებ

ენეაგრამა  ადამიანის 9 ფსიქოტიპს  და მათ ურთიერთკავშირს აღწერს: იდეალისტი, მზრუნველი, ტრიუმფატორი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა მოაზროვნე, სკეპტიკოსი, ენთუზიასტი, ბოსი, მედიატორი

თითოეულს შესაბამისი მოტივაცია და ქცევის პატერნი ახასიათებს. ენეაგრამას მიხედვით ინდივიდის ფსიქოლოგიურ პორტრეტში დომინირებს  9 ტიპიდან ერთ-ერთი, იგი ფიქსირებული და უცვლელია, თუმცა, განსხვავებული სიტუაციების ზემოქმედებით ერწყმის დანარჩენ 8 ტიპს განსხვავებული ხარისხით, რაც ვლინდება ქცევის სპეციფიკურ, უნიკალურ ფორმებში.

ენეაგრამა, თავისი ახლანდელი სახით, თანამდეროვე ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, თუმცა ეს მოდელი ფესვებს უძველეს სულიერ სიბრძნეში პოულობს.

სიტყვა „ენეაგრამა“ ბერძნული სიტყვიდან „ენეა“ (ცხრა) და „გრამა“ (ფიგურა) მომდინარეობს. ამგვარად, ენეაგრამა არის ფიგურა 9 წერტილით, რომელიც წრეზეა განთავსებული, თითოეული მათგანი ერთ, კონკრეტულ პიროვნულ ტიპს აღნიშნავს.

ენეაგრამის გამოსახულება ბაბილონელ და ძველ ეგვიპტელ მათემათიკოსებთან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ადრე ქრისტიანულ და სპარსულ ტრადიციებში.

დასავლური სამყარო პირველად ენეაგრამას მე-20 საუკუნეში გაეცნო ფილოსოფოს გიორგი გურჯიევის დამსახურებით. გურჯიევი აქტიურად მოგზაურობდა, სხვადსხვა მონასტერსა და მისტიკურ სკოლას სტუმრობდა, ცოდნას აგროვებდა. 1920 წელს საფრანგეთში მან დაარსა სულიერი განვითარების სკოლა, რომელსაც ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი ეწოდა. საკუთარ სკოლაში, ის თანამედროვე ცხოვრებაში თვითშემეცნებასა და სამყაროში ადამიანის ადგილის შეცნობას ასწავლიდა.

1960-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფილოსოფოსი ოსკარ იჩაზო, ამის შემდეგ კი მისი ერთ-ერთი მოსწავლე, ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი კლაუდიო ნარანხო დაინტერესდნენ გურჯიევის იდეებით, ენეაგრამას მეორე სიცოცხლე აჩუქეს. მათ, ენეაგრამაზე დაყრდნობით, უნივერსალური ფსიქოლოგიური კონცეფცია განავითარეს.

გაიგე მეტი ისწავლე ენეაგრამა

(Visited 4,628 times, 4 visits today)