მარტოხელა მოაზროვნე

მარტოხელა მოაზროვნესთვის/დამკვირვებელისთვის/5-იანისთვის  სამყარო  საშიში და არაპროგნოზირებადია. ცდილობს შეიცნოს და მართოს იგი. „მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია, რომ ცხოვრების ორომტრიალში ჩავება.“

5-აინი ეძებს ნიშას სადაც საკუთარ აზრებთან დარჩენას შეძლებს და ამით თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. მას აქვს  განმარტოების მოთხოვნილება. ამით ის იცავს თავს უცხოების შემოჭრისაგან. უშველებელი კედელი აქვს აღმართული საკუთარ თავსა და სამყაროს შორის. მისი გონება დაკავებულია მნიშნელოვანი კითხვებზე პასუხის გაცემით და ღრმა ანალიზით. უყვარს კითხვა, სწავლა, კვლევების ჩატარება და ინფორმაცის შეგროვება. ის მგძნობიარე ადამიანია. რადგან  საკუთარ ემოციებს არ ავლენს გარშემომყოფებს ძალიან ცივებად ეჩვენებათ.

მარტოხელა მოაზროვნე ყველაზე პრაგმატული, ლოგიკურად მოაზროვნე, შემეცნებაზე ორიენტირებულია. გამოირჩევა  ცნობისმოყვარეობით. მისი ინტერესის არეალი ძალიან ფართოა. ხშირად ამჯობინებს განმარტოებას ფიქრისა და ანალიზისთვის მეტი დრო, რომ დარჩეს. მისთვის განათლების მიღება, ახალი უნარებისა და შესაძლებლობების მოპოვება, მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება და პრობლემის რაციონალურად გადაჭრა უმთავრესი პრიორიტეტია. მისი  უნარები და აზროვნების სტილი აღაფრთოვანებს ადამიანებს, თუმცა ხშირად აღიქმება, როგორც სოციალურად პასიური, იზოლირებისკენ მიდრეკილი. მას მართლაც უჭირს ახლო ემოციური ურთიერთობების დამყარება. რადგან თავს არიდებეს პირად საკითხებსა და შეგრძნებებზე საუბარს.

  • 5-იანს ადვილად შეუძლია დარჩეს საკუთარ თავთან მარტო მიუხედავად ხალხმრავლობისა;
  • აგროვებს ინფორმაციას უნდა, რომ სამყარო შეიმეცნოს;
  • მარტოხელა მოაზროვნე მცირედითაც კმაყოფილდება. მისი პირველადი მოთხოვნილებები არც ისე დიდია;
  • დამკვირვებელი თითქოს იქ არ არის, როცა გარშემო ბევრი ხალხია;
  • მას აქვს უნარი იყოს ობიექტური .არ აძლევს  უფლებას უცხო აზრებსა და მოთხოვნილებებს გავლენა მოახდინონ მასზე;
  • უყვარს განმარტოება, მარტოობაში ახერხებს ფიქრს და ძალების აღდგენას;
  • ის აფასებს სიცოცხლის უფლებას, ამიტომ არასოდეს გასცემს სხვის საიდუმლოს.

5  -იანებს ამ თვისებების და ქცევის გარდა კიდევ  უამრავი რამ განასხვავებს  სხვა ენეანიშნებისგან…… გაიგე მეტი მარტოხელა მოაზროვნეზე შეისწავლე ენეაგრამა

(Visited 537 times, 1 visits today)