ინდივიდუალისტი

ინდივიდუალისტი/რომანტიკოსი/4-იანი  იდენტობას აყალიბებს საკუთარი უნიკალურობის გაცნობიერებით. „ვინ ვარ, თუ გარშემო   არავინა ჩემი მსგავსი. თუ მე მართლა უნიკალური ვიქნები სირცხვილი გაქრება“.

4-იანის აზროვნების და ქცევის საფუძველი არის მიტოვებულობის განცდა. იტანჯება დაბალი თვითშეფასებით. აქვს შეგრძნება, რომ არ იმსახურებს მასთან ვინმე იყოს. მისთვის ნაცნობია დიდი ბედნიერება და ღრმა მწუხარება. მას უყვარს ინდივიდუალური შტრიხების შეტანა იმ საკითხში რითაც არის დაკავებული.

4-იანი  ყველაზე მგრძნობიარე, ორიგინალური და გამომხატველობითი ტემპერამენტის მქონე ინდივიდია. ინდივიდუალისტები არასდროს წყვეტენ კავშირს საკუთარ შინაგან სამყაროსთან, მისთვის პრიორიტეტულია ფოკუსირება: ემოციებსა და შეგრძნებებზე. მისი მსოფლმხედველობა უნიკალური, განუმეორებელი ნაწილის ძიებას ემყარება საკუთარ თავში, რომელსაც უნარი აქვს შექმნას რაღაც ავთენტური, ღირებული და დასამახსოვრებელი. მართალია, მგრძნობიარე, ემოციური, თვითჩაღრმავებული აზროვნებისა და ქცევის სტილი შემოქმედებით ადამიანად აქცევს, თუმცა, ხშირად, მელანქოლიის, სტრესისა და დეპრესიული განცდების აღმოცენების ხელშემწყობადაც იქცევა.

 

  • 4-იანს აქვს ტენდენცია იოცნებოს იმაზე რაც აკლიათ ცხოვრებაში;
  • მას აქვს კარგი გემოვნება და მოსწონს როდესაც სხვებისგან განსხვავდება;
  • ის ხშირად ფიქრობს იმაზე თუ რას ფიქრობენ სხვა ადამინები მასზე, ცდილობს მათი „აზრების ამოცნობას“;
  • ის უარყოფს ორდინალურ ცხოვრებას„ ორდინალურობა მოსაწყენია“;
  • ინდივიდულისტი ცდილობს ყველაფერი რუტინული მრავალმხრივი გახადოს, აქციოს მეტად ამაღელვებელ რამედ, ამას ახერხებს ფანტაზიის, შემოქმედების და დრამატიზმის დახმარებით;
  • ემოციებში ღრმად ეფლობა, აქვთ სხვა ადამიანების მხარდაჭერის უნარი კრიზისულ სიტუაციაში;
  • უჩნდება სურვილი მოერიდოს ხალხმრავლობას და არ არის კოლექტიური ტიპაჟი;

4 -იანებს ამ თვისებების და ქცევის გარდა კიდევ  უამრავი რამ განასხვავებს  სხვა ენიანიშნებისგან…… გაიგე მეტი ინდივიდუალისტი  შეისწავლე ენეაგრამა

(Visited 460 times, 1 visits today)