ენთუზიასტი

ენთუზიასტს/თავგადასავლების მაძიებელს/7-იანს ამოძრავებს ყველაფერი ახალი და შთამაგონებელი. სამყაროს აღიქვამს როგორც ადგილს შეუზღუდავი  შესაძლებლობებით. „ჭიქას ხედავს როგორც ნახევრად სავსეს“ მას არ უყვარს დადგენილი „ჩარჩოები“, არ უყვარს განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი და ზოგად რაც დადგენილი და განსაზღვრულია. პანიკაში ვარდება როდესაც ხედავს, რომ არ აქვთ არჩევანი და არ ჩანს ალტერნატიული გზა.

ენთუზიასტს უყვარს  ფანტასტიური გეგმების შედგენა და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა მოახდენს თუ არა მის რეალიზებას, მთავარია ქონდეს იდეა. 7-იანი აქტიურად იჩენს ინიციატივას, ხშირად ხვდება  ყურადღების ცენტრში თავისი იუმორით და პოზიტიური განწყობით.

შინაგანი უკმაყოფილების განცდის კომპენსირებას გართობაზე ყურადღების გადატანით ახერხებს. ქვეცნობიერად ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, რადგან არ სურს განიცდიდეს შინაგან  შფოთვასთან შეჯახებას და ტკივილის. ამ  შიშს „გაქცევით“ იქრობს.

 

  • 7-იანისთვის ახალი კონტაქტები და სიახლეები შთაგონების წყაროა;
  • მას უნდა შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა. მისთვის მარტივია გარშემომყოფების კეთილგანწყობის შენარჩუნება;
  • ის საკუთარ თავს უქმნის უამრავ შესაძლებლობას და არ უყვარს როდესაც აფერხებენ;
  • ენთუზიასტს აოცებს როდესაც ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება მძიმე და პრობლემურია;
  • როდესაც მას ღრმა და მტკივნეული ემოციები უჩნდება ადვილად პოულობს, აანალიზებს მას და თავისუფლდება მისგან.
  • მისი საყვარელი თავდაცვის გზა მისივე ქარიზმა და შარმია, ის ანეიტრალებს კომფლიქტებს ხანგრძლივი ყურადღების გადამტანი საუბრით.
  • 7-აინს აქვს ახალი იდებისა და კონცეფციების მოფიქრების იშვიათი უნარი;
  • მისი გონება გეგმებითა და იდეებით არის სავსე, მხოლოდ იდეაც კი ახარებს მიუხედავად იმისა განხორციელდება თუ არა.

7 -იანებს ამ თვისებების და ქცევის გარდა კიდევ  უამრავი რამ განასხვავებს  სხვა ენეანიშნებისგან…… გაიგე მეტი ენთუზიასტზე შეისწავლე ენეაგრამა

(Visited 509 times, 1 visits today)