მედიატორი

მედიატორი/მშვიდობისმყოფელი/9-იანი მიმღები და ოპტიმისტია. მას უყვარს მშვიდობა და ერიდება კონფლიქტს. ის დროს მარტო ან ადამიანების მცირე ჯგუფებთან ერთად ატარებს.
9-იანი გაურბის ყველაფერს რაც მის სიმშვიდეს დაარღვევს. თრგუნავს საკუთარ იმპულსებს და პასიური აგრესიის მდგომარეობაში იმყოფება გარშემომყოფების მიმართ.
მშვიდობისმყოფელს აქვს ჰარმონიის შექმნის უნიკალური და საოცარი უნარი. ის ბოლომდე შედის სხვა ადამიანების მდგომარეობაში და ბოლომდე იღებეს მათ.
მედიატორი ცდილობს შექმნას ჰარმონია სხვა ადამიანების სურვილების გათვალისწინებით. სამწუხაროდ მას ხშირად ავიწყდება საკუთარი მოთხოვნილებები. 9-ანისთვის გაექცეს და არ შექმნას კომფლიქტი უმთავრესია.
მედიატორს შეუძლია სიტუაცია და ადამიანები სხვადასხვა მხრიდან დაინახოს “ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო,ან მოშალო..მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უნდა უმზირო საიდანაც ლამაზია“
ამიტომაც არის ძალიან კარგი შუამავალი და დიპლომატი. მას უჭირს დაასრულოს მნიშნელოვანი პროექტები, რადგან ყურადღება გადააქვს სხვა საკითხებზე, რაც მათი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

• 9-იანს უჭირს დაბეჯითებით თქმა, როცა რაიმე არ მოსწონს;
• შეუძლია მარტივად დაინახოს სხვისი ლოგიკა და გაითვალისწინოს საკუთარ გადაწყვეტილებაში ;
• მისი ფრაზაა „ დრო კიდევ ბევრია – ხვალამდე მოიცდის“;
• მას უადვილდება განსაზღვროს რა არ უნდა, ვიდრე რა უნდა;
• ის ადვილად თმობს საკუთარ სურვილებს სხვისი სურვილების სასარგებლოდ;
• მედიატორი ხშირად გრძნობს, რომ სხვა ადამინებს ერწყმის, ასევე მუსიკას, ბუნებას ა.შ.
• 9-ანი ძალებს მარტოობაში აღიდგენს, ასევე ძალების აღდგენაში გარშემომყოფთა ქება-დადებაც ეხმარება;
• ის ხშირად გრძნობს, რომ სხვები ვერ ამჩნევენ, იმ შემთხვევაშიც კი როცა საკუთარი თავი მათზე უკეთესი გონია;

9 -იანებს ამ თვისებების და ქცევის გარდა კიდევ უამრავი რამ განასხვავებს სხვა ენეანიშნებისგან…… გაიგე მეტი მედიატორებზე შეისწავლე ენეაგრამა

(Visited 311 times, 1 visits today)