სკეპტიკოსი

სკეპტიკოს/ლოიალისტს/6-იანს აქვს შინაგანი განგაში საკუთარი არა თავდაჯერების გამო და ამავდროულად ეჭვი ეპარებათ სხვა ადამიანებშიც. მიილტვის მხარდაჭერილი იქნან „ავტორიტეტების“ მიერ და ამავდროულად ვერ ენდობა  მათ ბოლომდე.

6-იანი ხელმძღვანელობს პრინციპით „არასდროს  არ იცი როდის წავა საქმე ისე როგორც შენ არ გინდა წავიდეს“. ხშირად მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდ სცენარს წარმოიდგენს ხოლმე. ის ებრძვის შიშს, შესაბამისად ან ნებდება მას, ან სრულად ეწინააღმდეგება. მას  უჭირს ადამინების რწმენა და ამიტომ  საკუთარ თავში განსაკუთრებული უნარი განავითარა-დაინახონ რა ამოძრავებს და რა მოტივი აქვს სხვა ადამიანს.

6-იანი კარგად აანალიზებს ნებისმერ სიტუაციას, განსაკუთრებით  კარგად ხედავს  რისკებს, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. მას კარგად შეუძლია სიტუაცია სხვა კუთხიდან დაინახოს. სკეპტიკოსი განსაკუთრებულად ერთგულია იმ ადამინების მიმართ ვინც დაიმსახურა მისი ნდობას.

 

  • 6-აინი გადაწვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო შედეგს აანალიზებს;
  • მის ცხოვრებაში „ავტორიტეტებს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ან მათთან არის ან მათ ოპოზიციაში;
  • ლოიალისტი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას „კარგ საქმესთან“ ახდენს და იცავს სუსტ და უბედურ ადამიანებს;
  • აქვს ჩვევა წარსულის ანალიზის, თუ რამდენად სწორად მოიქცა ამა თუ იმ სიტუაციაში;
  • 6-აინი ერთგულია მეგობრების და მხარს უჭერს მათ ყველა საკითხში;
  • მუდამ ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია საპირისპირო აზრის გაჟღერებით;

6 -იანებს ამ თვისებების და ქცევის გარდა კიდევ  უამრავი რამ განასხვავებს  სხვა ენეანიშნებისგან…… გაიგე მეტი სკეპტიკოსზე შეისწავლე ენეაგრამა

(Visited 564 times, 4 visits today)