თორნიკე გურულის ენეაგრამა

თორნიკე გურულის პირადად გაცნობამდე მასზე უკვე მქონდა შთამბეჭდავი წარმოდგენა შექმნილი. შთამბეჭდაობას ორი კომპონენტი განაპირობებდა, მისი მულტიფუნქციურობა და მოწინავეობა იმ საქმეებში რასაც ხელს კიდებდა. მარტივად რომ ვთქვათ ის იმ მოწყობილობას ჰგავდა რაზე ოცნებაც დავიწყე მას შემდეგ რაც პირველი პერსონალური კომპიუტერი შევიძინე. ეს იყო პრინტერს, სკანერს და ქსეროქს რომ აერთიანებდა ის მოწყობილობა და რაც მთავარია ეს მოწყობილობა, უბრალოდ მექანიკურად კი არ აერთიანებდა სამივე ძალიან საჭირო საქმეს, სამივე ძალიან კარგად გამოსდიოდა.
ისტორია ასეთი იყო, თორნიკე კარგი პიარს სპეციალისტიაო მოვიდა ჩემ ყურამდე, შემდეგ მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარდა, კარგი კი არა ერთ-ერთი საუკეთესოათი, გადასარევად „ასკანერებს“ კომპანიის უპირატესობებს და მას საზოგადოებას გასაგები მათთვის სასურველი ფორმატით აწვდის. PNG, JPG, PDF იმის მიხედვით ვისი ფსიქიკის შიდა პროგრამა რა ფორმატის ფაილებს აღიქვამს უკეთ.

თორნიკე კარგი ტრენერია/ლექტორია იყო შემდეგი რაც გავიგე მასზე, ეს მოსაზრება მერე და მერე უფრო გამიმყარდა, კარგი კი არა საუკეთესო ტრენერიათი. წარმოიდგინეთ ინტერნეტში არსებული უზარმაზარი ცოდნა, შეგიკრებს, დაგიხარისხებს და ამოგიბეჭდავს. „პრინტერი“ რომელიც ხელშესახებს გაგიხდის უამრავ მიმობნეულ ცოდნას. თორნიკე ის უიშვიათესი პრინტერია, რომელსაც ამობეჭდვასთან ერთად იქვე დაკაბადონებაც შეუძლია. იცით როგორი პრინტერია, ნებისმიერ საერთაშორისო პროგრამას რომ უპრობლემოდ უერთდება. „Windows“ გაქვს? რა პრობლემა, გგონია ინსტალაციაზე გაწვალებს?! „Linux“ ? არც ეგ არის პრობლემა. თანაბრად კარგად შეუძლია „ანდროიდსა“ და „აიფონთან“ კომუნიკაცია. მას უიშვიათესი უნარი აქვს ინდივიდუალურ დონეზე მოგიდგეს და მიმობნეული ცოდნის შენამდე იმ სისტემით მოიტანოს, რა „სისტემაზეც შენ მუშაობ“.
ქსეროქსი, გგონიათ გამომრჩა? როგორ გეკადრებათ?!. მიუყვანეთ თორნიკეს ერთი კარგი თანამშრომელი და მას უმალ 100 კარგ თანამშრომლად გადაგიქცევთ. მის მულტიფუქციურობას ტოპ მენეჯმენტში მუშაობის უნარიც ემატება. კარგი ტოპ მენეჯერი ქსეროქსივით არის, სამუშაო ძალას „ამრავლებს“, ზრდის რა შრომის ნაყოფიერებას სწორი მართვის პრინციპებით.

მე ყველაზე მეტად „პრინტერს“ ვსაჭიროებდი და ასე გავიცანი თორნიკე პირადად, ტრენერთა ტრენინგის(TOT) მონაწილის რანგში. პირადად გაცნობამ ჩემი მასზე შთაბეჭდილებების არეალი კიდევ უფრო გაზარდა. უკვე არსებულს – გულწრფელობა, ღიაობა და უშუალობა დაემატა. აი წამოიდგინეთ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები პრინტერ-სკანერ-ქსეროქსი ოღონდ გამჭვირვალე. ისე რომ შენი თვალით ხედავ ყველა იმ პროცესს რაც მასში მიდის, ის არ ქმნის არანაირ ბარიერს შენსა და მას შორის.

ენეაგრამას მიხედვით თუ განვიხილავთ თორნიკე ორი ფსიქოტიპის კომბინაცია. ტრიუმფატორისა(3-იანი) და ინდივიდუალისტის(4(იანის). 3w4-იანები მიზანსწრაფულები, შედეგზე ორიენტირებულები, მრავალხმრივები, შრომისმოყვარეები და ამავდროულად გულწრფელები, გახსნილები და შემოქმედებითები არიან ხოლმე.

3w4 ის არაცნობიერი მოტივაცია იყოს საუკეთესო იმ საკითხში რაშიც ხელს მოკიდებს და ამავდროულად ეს გააკეთოს განსხვავებულად, ინდივიდუალურად.
3 იანიც და 4-იანიც ე.წ. გულის ცენტრის ფსიქოტიპებია, ამ ფსიქოტიპის ადამიანები განსაკუთრებულად კარგად იყენებენ ემოციური ინტელექტს(EQ), რაც არის გარანტი იმისა რომ ისინი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას კარგად ახერხებენ. უნდა გამოგიტყდეთ ჩვენ რეალობაში როდესაც ამდენი ნეგატივი ტრიალებს გარშემო, უამრავი კრიტიკაა ერთმანეთს პროფესიულ წრეებში და მის გარეთ, ჯერ ვერ ვიპოვე თორნიკეზე აუგის მთქმელი ადამიანი.
თორნიკესგან სწავლა წლების წინ დავიწყე, მაშინ ტრენინგის ჩატარების ტექნიკები ვისწავლე მისგან, აი როგორ შევინარჩუნო ადამიანების კეთილგანწყობა, მრავალფეროვან და წარმატებულ პროფესიულ კარიერასთან ერთად, ამის სწავლას კი დღემდე ვაგრძელებ.

(Visited 141 times, 1 visits today)