ეკატერინე ყიფიანის ენეაგრამა

ეკატერინე ყიფიანი ევროპის მოედანზე რომ „მშვიდობის ხიდია“ იმას გავს. იდეალურობამდე მისული დახვეწილობა, სასარგებლოობა (ადამიანებს ეხმარება ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლაში) და ამავდროულად გამჭვირვალობა, ღიაობა, გულწრფელობა დიდი დოზით არის მასში. ბევრი აკრიტიკებს, მასზე ბევრი ჭორაობს, მაგრამ ისინი კი ვინც ამას აკეთებენ მიდიან და შემდეგ მასთან სურათებს იღებენ.

წლების წლის წინ გავბედე და პირველი საჯარო შეხვედრა ჩავატარე სიყვარულის ფსიქოლოგიაში, გავბედე იმიტომ რომ მანამდე დიდი ხანი ვყოყმანობდი. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში უნდა მესაუბრა „სიყვარული ფსიქოლოგიაზე“, არანორმალურად ვნერვიულობდი, ვაი და ხალხი არ მოვიდეს, ვის სცალია ახლა ამ ღია საჯარო ლექციებისთვის – ფიქრები მიტრიალებდა. ეკატერინე საჯარო ლექციაზე 10 წუთით ადრე მოვიდა, მანამდე ის საერთო მეგობარმა ნინა პერტენავამ გამაცნო და ისეთი ამაღლებული წარმოდგენა შემიქმნა მასზე, რომ მისი დანახვისას ჩემი კოჭლი თვითშეფასება მყისიერად წელში გაიმართა. ეკატერინე შუაში დაჯდა, არ ძალიან წინ, მაგრამ იმდენად ახლოს რომ კარგად გაეგო და დავენახე. მივესალმე, ვუთხარი რომ გამიხარდა მისი მოსვლა და ამ მცირე გაბაასებაში მისგან მზურნველი ხმა და გამამხნევებელი ფრაზა „დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო გამოვა“ მივიღე. ეს მნიშნელოვანი მუხტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემი პირველი საჯარო ლექცია ფსიქოლოგის მიმართულებით იდეალურად ჩამეტარებინა.

ეკატერინე არის ის ვინც ცვლილებების სურვილ აღძრავს, როდესაც მას უსმენ გინდება განვითარდე, უკეთესი გახდე; „ მე მინდა ვიმუშაო საკუთარ თავზე და შენ ხარ ჩემი იმედი, რომ ამაში დამეხამრები.“

ენეაგრამას მიხედვით ეკატერინე არის 1-იანი რეფორმატორი/იდეალისტი, დამხმარე 2 იანის მზრუნველის/მხარდამჭერის ფრთით (1w2).
1-ანებს უყვართ საქმის „სწორად“ და კარგად შესრულება და ისინი ძალისხმევას არ დაზოგავენ, ყველაფერი რომ საუკეთესოდ შეასრულონ. ხშირად ფიქროთ იმაზე თუ როგორ გააუმჯობესოთ რაღაც; გაურბიან შეცდომებს, უწესრიგობასა და ცუდ ქცევებს, აქვთ მაღალი მორალური სტანდარტებს. არიან ძალიან შრომისმოყვარეები, აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ხდებიან უაღრესად კომპეტენტურები იმ საქმეში რომელსაც აირჩევენ.ეკატერინე: დავისახე მიზანი რომ გავხდე ფსიქოთერაპევტი და ძალ ღონეს არ ვიშურებ ამ მიზნის მისაღწევად. დღე და ღამე ვშრომობ რომ ამ მიმართულებით ვიკითხო. ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვუსმენ ცნობილ და ავტორიტეტულ ფსიქოლოგებს. ფსიქოთერაპევტობა გადავწყვიტე კორონას დროს, დავიწყე სწავლა და უკვე ძალიან ბევრი დადებითი უკუკავშირი მივიღე გარშემომყოფებისგან, თუმცა კი როგორც კი საჯარო ლექციები შემომთავაზეს დიდი პასუხისმგელობა ვიგრძენი, ვიგრძენი რომ როდესაც აუდიტორიასთან მექნებოდა შეხება, ის რაზეც ვისაუბრებდი უნდა ყოფილიყო ღრმა, ინფორმაციული, მაღალი პროფესიული სტანდარტებით დაცვით და ამავდროულად რაღაც განსხვავებულიც.

 

2-იანი ყველაზე მზრუნველი და მხარდამჭერი ნიშანია, როდესაც რომელიმე ნიშანს (1 იანს ან 3-იანს) მისი ფრთა აქვს, ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი თავისი ძირითად ფსიქოლოგიურ თავისებურებას უმატებს ზრუნვისა და გვერდში დგომის უნარს. 2-იანებს თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარი აქვთ, ისინი კარგად ამჩნევენ სხვა ადამიანების ტალანტს, ნიჭს, და განსაკუთრებულ უნარებს და ყველაფერ აკეთებენ რომ მათ ამ შესაძლებლობების რეალიზაციაში დაეხმარონ.

ეკატერინე: ვცდილობ, მივიღო ადამიანი ისეთი როგორიც არის და შეუქმნა კომფორტი. მოვუსმინო, ვიგრძნო მისი მდგომარეობა და დავეხმარო სირთულეების გადალახვაში, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ადამიანების დახმარები ყოველთვის მახარებს, მინდა რომ ჩემ გარშემო ყველა იგრძნოს ჩემგან მისი წილი ყურადღება.

(1w2) ერთად ქმნის ფსიქოტიპს რომელიც თავის თავში კოპეტენტურობასა და პოზიტიურობას აერთიანებს, ამ ფსიქოტიპებს „ადვოკატებსაც“ ეძახიან იმისა და გამო რომ მათ ადამიანების გადარჩენა, მათვის მძიმე ცხოვრების არიდება და რთული სიტუაციიდან გამოყვანა შეუძლიათ.
(1w2) ხშირად ფსიქოთერაპევტებადაც გვევლინებიან ხოლმე, რადგან ფსიქოთერაპია ეს არის დადებითი ენერგიისა და მაღალი კომპეტენციის ნაზავი.

(Visited 69 times, 1 visits today)