თინის რომ ვუყურებ ძველი ბერძნული მითოლოგია და აფროდიტე მახსენდება, უფრო სწორად აფროდიტე და კრიტიკისა და სატირის ღმერთის მომოსის ამბავი. მომოსი, რომელიც ოლიმპოს ღმერთებს დასცინოდა და მათზე ქილიკობდა თურმე სიბრაზისაგან გასკდა, როდესაც აფროდიტეს ვერ უპოვნა ნაკლი.
თინის შესახებ პირველად ბაირონ ქეითის წიგნის პრეზენტაციაზე გავიგე. იმ დროს ერთდროულად თამაშის სეანსი იმართებოდა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილთან. ერთ-ერთ მონაწილეს შორის მეც ვიყავი. ისტორიული მომენტი იყო ჩემთვის ნონას მოვუგე ჭადრაკი. პარალელურად გვერდით დარბაზში ხალხმრავლობა არ გამომპარვია, გავედი ვნახე წიგნის პრეზენტაცია ყოფილა. უამრავი ხალხი, ამ „პატარა გოგოთი“ აღფრთოვანებული, უამრავი ადამიანი ვნახე და ჩემშიც გაიღვიძა ჩემმა შინაგანმა მომოსმა. გაიღვიძა მაგრამ გვარიანად გამოფხიზლება არ ვაცადე, სანამ მეც ბერძნული მითოლოგის ამ მეტად უცნაური ღმერთის ბედს გავიზიარებდი სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
თინი იდეალურია, უყურებ უსმენ და შეიძლება მოინდომო მაგრამ მაინც ვერ უპოვა ნაკლი.
შეხედავ და ელეგანტურობა მოდის მისგან, იცით როგორ ელეგანტურობა ჯორჯო არმანი რომ ამბობს „ელეგანტურობა არ ნიშნავს ვინმეს თვალებში გაეჩხირო, ელეგანტური მაშინ ხარ, როდესაც სამუდამოდ რჩება სხვების გონებაში.“
უსმენ და დალაგებული დაწყობილად საუბრობს ესმის სიღრმე იმის რასაც გადმოსცემ და რაც მთავარია თავადაც აინტერესებს ის რის შესახებაც საუბრობს. იგრძნობა რომ მოწონს, ცოდნის გადაცემა. მის გაზიარების მოუსვენრობა იგრძნობა, ეს ის მდგოამრეობა როცა რაღაცა კარგს აღმოაჩენ და ერთი სული გაქვს ყველას გააგებინო: „იცით ხალხო გამოსავალი არსებობს“.
მთლიანობაში ეს ყელაფერი შარმს ქმნის, რომელიც თან გიზიდავს თან თეთრ შურს გიღვივებს, სურვილს გიჩენს გახდე უკეთესი. ამ ყველაფრის უკან მოტივაცია დგას, მოტივაცია, ის მოტივაცია რომელიც ენეაგრამას მიხედვით 1-იანებს ახასიათებთ. 1- იანი რეფორმატორია, მას იდეალისტსაც უწოდებენ ხოლმე. ეს ენეანიშანი ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე, ცდილობ ყოველ დღიურად უკეთესი და უკეთესი გახდეს. უკმაყოფილოები არიან რეალობით, უნდათ უკეთესი სამყარო და მუდმივად ცდილობენ მის შეცვლას.
1-იანი მიზანდასახული ენეანიშანია. თუ მიზანი დაისახა, რომელიც მის შინაგან სურვილებსა და ღირებულებს ემყარება, რომლისაც სჯერა, რომელიც ნადვილად მისია, ჯიუტად მიაწვება, გაიტანს ბოლომდე, სანამ მიზნამდე არ მივა. შეიძლება მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, მიაღწიოს, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს.
თინის 2-იანის (მზრუნველი) დამხმარე ფრთა აქვს რაც მას სხვა ადამინებზე ზრუნვის, მათი დახმარების სურვილს უჩენს, სურვილს ისინი შინაგანად კარგად გრძნობდნენ თავს, იყვნენ უფრო რეალიზებულები.
1W2 (1-იანი 2-იანის ფრთით) ეს არის თინი ბასილაიას სრული ენეატიპი, რომელიც ქმნის მის არაცნობიერ მოტივაციას იყოს მიზანსწრაფული და განვითარებაზე ორიენტირებული და ამავდროულად მნიშვნელოვანი და საჭირო. ქმნის შინაგან სურვილს რომ ცხოვრება იყოს არა მხოლოდ იდეალური ფორმის მქონე, არამედ შინაარსიანიც. საქმე რომელსაც ხელს მოკიდებს იყოს ადამიანის დახმარებაზე ორიენტირებული, სამყაროს გაუმჯობესებისკენ მიმართული. ენეაგრამა გვიხსნის თუ როგორია ადამიანის ხასიათის თავისებურება. ხასიათი დიდ წილად განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს და ნაბიჯებს. როგორც ვფიქრობთ და როგორც ვიქცევით ისეთივეა ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მიღწევები.