თამარ კანაშვილის ენეაგრამა

თამარ კანაშვილს მე ვკითხე ერთხელ,
(მას ვიცნობ როგორც კარგი მსმენელი)
თამარ ძვირფასო შენ პირველი ხარ
დაასახელე მეორე ტრენერი
უცებ სიწითლემ წამოუარა
და პირველობა მყის იუარა
სუპერ ტრენერი? და რომ დაიწყო ჩამოთვლა მათი
დღემდე აგრძელებს: ანდრო, თორნიკე, დათო, ნათია…

შემთხვევით არ დამიწყია სტატია ლექსით. პოეზია სხვადასხვა ჟღერადობისა და შინაარსის სიტყვებისა ერთ სისტემად გაერთიანებაა, თანაც ისე რომ ამ ერთიანობამ ემოცია და აზრი შექმნას. თამარი იყო პირველია ვინც ტრენერები გააერთიანა. სიტყვის მთქმელი ხალხი ერთ სისტემაში მოაქცია. თამარ კანაშვილმა შექმნა საქართველოს ტრენერთა ასოციაცია. ასოციაცია 500 ტრენერს აერთიანებს ყავს 40-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ტრენინგ ინდუსტრიაში.
არ არის აუცილებელი იცნობდე ტრენინგ ინდუსტრიას რომ მიხვდე რა რთულია ერთ სივრცეში მოაქციო ამდენი განსხვავებული და ამბიციური ადამიანი, საერთო მისიისა და მიზნისკენ მიმართა ისინი. როგორ? რა ენერგია? რა მოტივაცია დგას ამ შედეგის უკან?

ჩემი პირველი კითხვა თამართან იყო , რა გინდა ცხოვრებისგან:
თამარი: „ ვიგრძნო რომ ადამიანებს ვუყვარვარ, ესა ყველაზე დიდი ჯილდო რაც კი შეიძლება რომ მივიღო სამყაროსგან. იმ ტაშის შემდეგ რომელიც დამიკრეს ტრენერთა ასოციაცის პირველი ფორუმის შემდეგ, რაღა გამაჩერებს. იმ დღევანდელი ემოციები, ის დიდი ენერგია წლები გამყვება “.

ენეაგრამა ამბობს რომ ჩვენ სამი ინტელექტის ცენტრი გვაქვს. გულის, გონების და სხეულის, ჩვენი სამივე გვაქვს მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთი ინტელექტის ცენტრს წამყვანი როლი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. თითოეულ ინტელექტის ცენტრს თავისი საბაზისო მოთხოვნილება აქვს. ასე მაგალითად გულის ცენტრის საბაზისო მოთხოვნილება ადამიანებისგან სიყვარულის მიღება. გულის ცენტრის სამივე ენეანიშანს თავისებური სტრატეგიები აქვთ თუ როგორ მოიპოვებენ ისინი სიყვარულს. 2-იანი დამხმარე ფსიქოტიპია, ის ზრუნვით მოიპოვებს სიყვარულს. 3-იანი ტრიუმფატორია, ის ცდილობს საუკეთესო რაღაცების შექმნას და ამ გზით სიყვარულის დამსახურებას, 4-იანი ინდივიდუალისტია, ცდილობს იყოს ყველასგან გამორჩეული და ეს ხდება საფუძველი რომ ადამიანებს ისინი უყვართ.

თამარი: „შემოქმედი ადამიანი ვარ, დიდი გამოწვევები მიყვარს, არ ვარ სიმშვიდისთვის დაბადებული, სიმშვიდე მერეც მეყოფა. მინდა რომ საკუთარ თავზე გავიმარჯვო, უკეთესი გავხდე და იმაზე უკეთესი სამყარო შევქმნა ჩემს გარშემო ვიდრე ის ჩემამდე იყო“

ენეაგრამას მიხედვით თამარი 3-იანია, ტრიუმფატორი, ამ ენეანიშანს მიმღწევს და მოტივატორსაც ეძახიან, რადგან მას შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა ადამიანებზე. საკუთარი ქარიზმით, შრომისმოყვრეობითა და მიზანსწრაფულობით ისინი ახერხებენ ადამიანების გაერთინებას და მათი დახმარებით დიდი მიზნებისკენ უმოკლესი გზებით სვლას.
სადაც 3-აინი იქვე უმეტეს წილად მეგა შედეგები, რეკორდები, დიდი მიღწევები, დაპყრობილი მწვერვალებია.

შრომისმოყვარე 3-იანებს როდესაც წამყვანი სოციალური ინსტიქტი აქვთ თავიანთი სოციალური ამბიციების განხორციელებაში ძალიან მიზანდასახულები არიან: კავშირების დამყარება, მაღალი პრეზენტაბელურობა, საჭირო ნაცნობობის ყოლა. მძაფრ კონკურენციაშიც შეუძლიათ ჩართვა რათა გარკვეული მდგომარეობა და წარმატება მოიპოვონ საზოგადოებაში. თამარი ფსიქოტიპის გათვალისწინებით სულაც არ არის გასაკვირი ტრენერთა ასოციაცის ასეთი სწრაფი და მაშტაბური ზრდა, უფრო მეტიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი შედეგები იქნება.

(Visited 205 times, 1 visits today)