თეა წერეთელი

ენეაგრამა კონსულტანტი

ბიოგრაფია

მე ვარ თეა წერეთელი, საერთაშორისო ენეაგრამა კონსულტანტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. პროფესიით მუსიკოსი. ამჟამად, ვმუშაობ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“. მაქვს 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კომუნიკაციის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ემოციურ ინტელექტსა და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და ემპათიის კულტურის შექმნა, როგორც პიროვნულ, ასევე სამუშაო გარემოში. ყოველთვის ვეძებ გზებს, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის ღირებული გახდეს. ვთვლი, რომ გულწრფელი და ღრმა კავშირები ადამიანებს განვითარებაში ეხმარება, ამიტომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულთან. ყველაზე დიდი მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ შემიძლია სხვებს რეალური მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობა მივცე.
განსაკუთრებით მსურს, შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ თვითშემეცნებასა და საკუთარ თავზე მუშაობას.