ჩემ შესახებ

ილიას შესახებ ტექსტი ვრცლად

ანა არველაძე

უდიდესი სიამოვნება განვიცადე ილიას ტრენინგებზე დასწრებით, პირველ რიგში იმიტომ, რომ უდიდესი ცოდნა მივიღე არა მხოლოდ ენეაგრამის მიმართულებით, არამედ პიროვნული განვითარების კუთხით. დეტალურად, გარკვევით, საოცრად იყო ახსნილი თითოეული ნიუანსი, მონაწილეებს ფაქტობრივად უმოკლეს დროში მიეცათ ძალიან ვრცელი და სისტემური ცოდნის მიღების შესაძლებლობა და ეს დიდი ფუფუნებაა, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში. საოცარია უამრავი დაინტერესებული, ანთებული ადამიანის ჩართულობა თითოეულ შეხვედრაზე და ილიას საოცარი ენთუზიაზმი, რომელიც სრულიად გაკარგვინებს დროის შეგრძნებას და არ გსურს დასრულდეს ტრენინგი. იმედს ვიტოვებ, კიდევ არაერთხელ გვექნება ილიას ტრენინგებზე დასწრების პატივი.

ანა არველაძე

34 წლის, აღმასრულებელი ქოუჩი, ნლპ ოსტატი
ნატალია სოხაძე

პროგრამა ენეაგრამა იყო ძალიან საინტერესო და დეტალურად მოწოდებული პროგრამა, ბევრ საკითხზე დამაფიქრებელი, ძალიან ხარისხიანად ჩატარებული. ისეთი, ადამიანის ტრანსფორმაციას რომ გამოიწვევს და ყველანაირი ადამიანის მიმართ მიმღებლობის რომ აგიმაღლებს. ტრენერი ილია ნიკაჭაძე დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ცდილობდა პრაქტიკული მაგალითებით და ცნობადი სახეებით აეხსნა მონაწილეებისთვის თითოეული ენეა ნიშნის სირთულეები და ძლიერი მხარეები, რაც ამარტივებდა აღქმას. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრენინგი მეტია, ვიდრე ტრენინგი, 37 წლის ვარ და დღემდე არ გამივლია მსგავსი ხარისხის ტრენინგი ასეთ მისაღებ ფასად! ტრენინგში თეორიის გარდა პრაქტიკული, ჯგუფური მეცადინეობებიც იყო, ასევე საინტერესო დავალებები და შემდეგ მათი განხილვა, ტრანსებმა საოცრად მოგვხიბლა ყველა და სიღრმეებში ჩაგვიყვანა… ენეაგრამამ შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ! დიდი მადლობა ილია ამისთვის შენ!

ნატალია სოხაძე

პიროვნული განვითარების ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი
მამუკა გურული

ენეაგრამა არის ტიპოლოგიის მიმართულება, რომლითაც ცოტა ხნის წინ დავინტერესდი და ილია ნიკაჭაძესთან გავიარე ტრენინგი. სწავლების და გადმოცემის ფორმით ძალიან კმაყოფილი ვარ. ილია ძალიან კარგად გადმოსცემს ინფორმაციას არსობრივი კუთხითაც და დეტალებშიც.

რაც შეეხება თავად სისტემას, ჩემთვის ენეაგრამა ადამიანის ხასიათის მოდელების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ხედვაა და კარგად ხსნის, თუ როგორ ყალიბდება ბავშვობაში ხასიათის ის თვისებები და მექანიზმები, რომლებიც მთელ ჩვენ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას

მამუკა გურული

38 წლის, ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი, magma.ge-ს დამფუძნებელი

გამოიწერეთ სიახლეები