ტრიუმფატორი

მიმღწევები/ტრიუმფატორები/3-იანები მუდამ დაკავებულია, რადგან ორიენტირებულნი არიან საკუთარი  მიზნების მიღწევებზე.  ყურადღება მიპყრობილი აქვს როგორც საკუთარი თავის ასევე გარე სამყაროსკენ.

საკუთარი წარმატების მყარი შინაგანი განცდა აქვთ. „ მე ვხედავ წარმატებული საკუთარ თავს“. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ. „ჩემით ამაყობენ ჩემი მიღწევებისა და გამო“.

3-იანს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “წარმატებაზე ორიენტირებულ’’ ამბიციურ, აქტიურ, და მიღწევაზე ფოკუსირებულ ადამიანად. მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის წყალობით ის პატივისცემისა და ქების ობიექტია, მათ შესანიშნავი უნარი აქვთ ადაპტირდნენ განსხვავებულ გარემოში.

ისინი ასრულებენ   დიდ და ბევრ სამუშაოს, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა, რადგან 110% ფოკუსირებულები არიან იმაზე თუ რა აქვთ  გასაკეთებელი. ხშირად ისინი იმდენს მუშაობენ, რომ  სანამ გააცნობიერებენ დასვენების  მოთხოვნილებას, რომელსაც აიგნოერებენ, შესაძლოა  ძალა ბოლომდე გამოეცალოთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ ის არის „XXI საუკუნის ადამიანი“ თავის სუპერ  შესაძლებლობებით და ადაპტაციის საოცარი უნარით.

  • 3-იანისთვის მთავარია იყოს  ეფექტური, მიზანდასახული   და შედეგებზე ორიენტირებული;
  • მისთვის მთავარი ქონდეთ წარმატება და გაექცე წარუმატებლობას;
  • 3-იანისთვის ადვილია ემოციების გვერდით გადადება;
  • ის ხშირად განიცდის დროის დეფიციტს;
  • მას უჭირს არ იყოთ აქტიური, 3-იანისთვის  საუკეთესო დასვენებ  არის სხვა საქმეზე გადართვა;
  • მას კარგად გამოსდის გრძელვადიანი მიზნებზე კონცენტრირება და მის მისაღწევად სხვადასხვა გზების მონახვა;
  • 3-იანისთვის  შეუძლია საჭიროებისამებრ შეიცვალოთ იმიჯი, აქვს  „ქამელეონის“ უნარები;
  •  ტრიუმფატორს უადვილდებათ ადამიანების მოტივირება.

გაიგე მეტი, ტრიუმფატორზე შეისწავლე ენეაგრამა 

(Visited 533 times, 1 visits today)