მზრუნველი

ყურადღება მიპყრობილი აქვს გარე სამყაროსკენ, სხვა  ადამინებზე: „ მინდა ვიყო საჭირო“. მისი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აფასებენ გარშემომყოფები. ყურადღებიანია გარშემომყოფების მიმართ, ეხმარება, რომ კეთილგანწყობა დაიმსახუროს. სირცხვილი იხშობა შეუცვლელობისა და საჭიროების განცდით . მას  აქვს მოთხოვნილება გასცეს წრფელი გულით.

2-იანს ძალიან უჭირს რამის მიღება, უჭირს ხმამაღლა გააჟღეროს საკუთარი მოთხოვნილებები. ის მთელ დროს სხვებისთვის ხარჯავს, რაც ხშირად თავისუფლების დაკარგვის. ის  მოტივირებულია გარშემომყოფთა დახმარების, მხარდაჭერისა და გამხნევებისკენ, რასაც, ძირითად შემთხვევებში, უანგაროდ, საკუთარი ინიციატივით აკეთებს. “მზრუნველები’’ მზად არიან მოუსმინონ, გაამხნევონ და მხარში ედგნენ ადამიანებს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვონ.  მათ კარგად გამოსდით მნიშნელოვანი ადამიანებისთვის აღიარების მიცემა და კმაყოფილები არიან როდესაც ამის გამო მას აქებენ.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად,  გარშემომყოფთა მიმართ გაცემული უანგარო კეთილგანწყობის ფონზე საკუთარი მოთხოვნილებები, ემოციები, სურვილები  ყურადღების მიღმა რჩება. იმ შემთხვევაში თუ “მზრუნველი” ვერ იღებ სანაცვლოდ ვერაფერს  ურთიერთობები შეიძლება  მივიდეს კონფლიქტამდე.

  • მას აქვს თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარი;
  • ისინი კარგად ამჩნევთ სხვა ადამიანების ტალანტის, ნიჭს, განსაკუთრებულ უნარებს;
  • ამაყობენ იმით, რომ გარშემომყოფებისთვის საჭირო ადამიანია  და სხვის  ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ;
  • ისინი უქმნიან კომფორტს გარშემომყოფებს, ამის გამო მას ეჩვენებათ ,რომ ის ბევრი „მე“ არის;
  • განიცდის შინაგან სიცარიელეს, დისკომფორტს როდესაც ბევრ დროს უთმობენ სხვებს;
  • ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვას. „ვინ ვარ მე“?
  • თავს დათრგუნულად გრძნობს, იმიტომ რომ ყოველთვის გაცემა გიწევთ, სულის სიღრმეში კი თავისუფლება წყურია.

გაიგე მეტი, მზუნველებზე შეისწავლე ენეაგრამა 

(Visited 540 times, 1 visits today)